სალომე ზურაბიშვილმა გაამხილა, რომ ე.წ. ქართულ ქარტიაზე ხელმოწერაზე ოპოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებს დაუყოლიებია, ამას ევროპელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს - პაპუაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 70
სალომე ზურაბიშვილმა გაამხილა, რომ ე.წ. ქართულ ქარტიაზე ხელმოწერაზე ოპოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებს დაუყოლიებია, ამას ევროპელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს - პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილის ევროპაში მოგზაურობა არის ბუკეტი კონსტიტუციის დარღვევისა, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლისა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადაპაპუაშვილის შეფასებით, მეგობარი ქვეყნები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ეპატიჟებიან, ამით აჩვენებენ, რომ პატივს არ სცემენ ქართველ ხალხს და მის კონსტიტუციას.„შეიძლება, აღიწეროს, როგორც მაგალითები, როგორ უდიერად ეპყრობა საკუთარ ქვეყანას ადამიანი, რომელსაც ასეთი თანამდებობა აქვს. მთელი ვიზიტის ფარგლებში გავიგეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას, რადგან არ აქვს მთავრობის თანხმობა; ჩვენი მეგობრები, რომლებიც მას ეპატიჟებიან, აჩვენებენ, რომ საერთოდ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს და მის კონსტიტუციას. საუბარი როცა არის ხოლმე და ევროპიდანაც გვესმის, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან, ქართველი ხალხი უყვართ, მხარს უჭერენ, რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა, ქართველი ხალხის კონსტიტუციას რომ არღვევინებ ადამიანს და მეგობარი ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე ხარ?  ჩვენ ამ ხალხთან ერთად წავედით ომში, ავღანეთში ერთად ვისხედით სანგრებში. ჩვენი გაღებული სისხლის, ჩვენს ბრძოლაზე პასუხად ეს ქვეყნები, მათი ხელისუფლებები გვეუბნებიან, რომ ჩვენი კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და საერთოდ არ სცემენ პატივს ქართველი ხალხის წეს-წყობილებას, მის კონსტიტუციას.ვიზიტის ფარგლებში ასევე გავიგეთ ის, რაც თავად ქალბატონმა სალომემ გაამხილა, რომ ე.წ. ქართულ ქარტიაზე ხელმოწერაზე ოპოზიცია ევროპელ პოლიტიკოსებს დაუყოლიებია. პირდაპირ თქვა, რომ მათი მონაწილეობა იყო და მათ დაარწმუნეს ოპოზიცია, ხელი მოეწერათ. ეს უკვე აღარ ვიცი, რაში შეიძლება ჩაჯდეს. ამას ევროპელობასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. ასე ღიად როცა ერევი ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიაში, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო პროგრამას უწერ და შემდეგ ხელს აწერინებ პოლიტიკურ მოძრაობებს. ამას არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე ღირებულებასთან. ეს ფაქტი სამწუხაროა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი შეფასებები ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია