სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე პირდაპირ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი არის ომსა და მშვიდობას, მონობასა და სუვერენიტეტს შორის - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 65
სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე პირდაპირ დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი არის ომსა და მშვიდობას, მონობასა და სუვერენიტეტს შორის - გურამ მაჭარაშვილი
სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს რაც მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს, მით მეტად გაგვიადვილდება თქმა, რომ 26 ოქტომბერს ნამდვილად არჩევანი იქნება მონობასა და სუვერენიტეტს შორის, ომსა და მშვიდობას შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ქარტიასა და ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.„ზურაბიშვილმა პირდაპირ გულწრფელად თქვა – ჩემს პატრონებთან წავედი და თუ ამას მოაწერთ ხელს, მიგიღებთ და რევოლუციის მოწყობაში დაგეხმარებითო. ზურაბიშვილმა ეს პირდაპირ აღიარა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა იციან, რომ სინამდვილეში არჩევნები წაგებული აქვთ.„კონსტიტიციით ზურაბიშვილს არავინ ეკითხება ქვეყნის მართვას, მით უმეტესს, არც მთავრობის წარდგენას. მთავრობას ტექნიკურს დაარქმევს თუ არატექნიკურს, მას ამას არავინ ეკითხება. ეს ხალხი ამბობს, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოდიან და რა ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ. უმრავლესობით თუ მოდიან, მთავრობა უმრავლესობამ ჩვეულებრივ უნდა წარადგინოს, მაგრამ მათაც და მათმა პატრონებმაც კარგად იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. ვითომ პრეზიდენტი, სინამდვილეში კი „ნაცების“ პრეზიდენტი გამოდის და მათ სათქმელს ამბობს. სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ 26 ოქტომბერს არჩევანი არის ომსა და მშვიდობას, მონობასა და სუვერენიტეტს შორის. უცხოური აგენტურის წარმომადგენელმა ამაზე მეტი რაღა უნდა ილაპარაკოს? კარგია, აღარ მალავენ, რომ საქართველო ჰყავთ გაწირული, რათა პროცესები უცხოური ძალების სასარგებლოდ წარმართონ. როდესაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემ და შენი ქვეყნის სუვერენიტეტს არ აღიარებ, კონსტიტუციაზე მაღლა სადღაც დაწერილ ქარტიას თუ მონობის უღელს აყენებ, სწორედ ეს არის მონობის დამადასტურებელი. ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მიზანია ის, რა მიზანიც ამოძრავებს უცხოურ ძალას საქართველოში – ქვეყანაში იყოს ნიჰილიზმი და რადიკალიზმი. სალომე ზურაბიშვილის ბოლო ბრიფინგიც საკმარისია, დაინახო, როგორ ჩავიდა ის უცხოეთში და როგორ დაალაგეს საქმე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს. მისივე თქმით, ქარტიის საკითხზე ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდა და თუ ამ იდეას განახორციელებს, ისინი დახმარებას დაჰპირდნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია