სალომე ზურაბიშვილის ქარტია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგაა მიმართული - მაკა ბოჭორიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 82
სალომე ზურაბიშვილის ქარტია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგაა მიმართული - მაკა ბოჭორიშვილი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიასთან“ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგაა მიმართული.„ეს ქარტია არის არეულობის გარშემო და მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. არ შეიძლება, მას ქარტია ეწოდოს, იგი მიმართულია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ამასთან პრეზიდენტმა 23 სექტემბერს გამართულ ბრიფინზე „ქართული ქარტიის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „ამ ოთხი კვირის მანძილზე არავის მივცემ უფლებას, არ ილაპარაკონ დღე და ღამე ქარტიაზე. ის არის ერთობის ინსტრუმენტი, სამოქმედო გეგმა, რაც გვაძლევს რეალური და კონკრეტული გადაწყვეტილებების გეგმას“.
სრულად წაიკითხეთ სტატია