მოვუწოდებ შინაგან
საქმეთა სამინისტროს,
მიიღონ დაუყოვნებლივი
ზომები იმ სისასტიკეებზე
საპასუხოდ, რაც ქუჩებში
ხდება და დაუყოვნებლივ
დააკავოთ პასუხისმგებელი
პირები, – ამის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბშვილი
სოციალურ ქსელში
წერს.„ტერორი
საქართველოში: „ქართული
ოცნების“ სასტიკი რეჟიმი
აღარ მალავს თავის ნამდვილ
სახეს, ტელევიზიის
პირდაპირ ეთერშიც კი.
წარმოუდგენელი და მზარდი
ტერორი მედიის წინააღმდეგ
– იმ ჟურნალისტების
წინააღმდეგ ძალადობა და
სასტიკი ცემა, რომლებიც
უბრალოდ თავიანთ საქმეს
ასრულებენ!“ – წერს
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
სოციალურ ქსელში და „ტვ
პირველის“ გადამღებ
ჯგუფზე თავდასხმის
ამსახველ კადრებს
აზიარებს.„უდავო
მტკიცებულება – და მაინც
პოლიციის ან
პასუხისმგებელი
ორგანოების მხრიდან ამ
დრომდე არანაირი
რეაგირება. მოვუწოდებ
შსს-ს, მიიღონ
დაუყოვნებლივი ზომები იმ
სისასტიკეებზე საპასუხოდ,
რაც ქუჩებში ხდება და
დაუყოვნებლივ დააკავოთ
პასუხისმგებელი პირები“, –
წერს საქართველოს
პრეზიდენტი.