სამწუხაროდ, სალომე
ზურაბიშვილი იქცა რიგით
ოპოზიციონერად, არცერთ
შემთხვევაში არ შეიძლება
იწოდებოდეს პრეზიდენტად,
რადგან აბსოლუტურად
დაკარგული აქვს
ზეპარტიულობა და
ნეიტრალურობა, – ამის
შესახებ საქართველოს
ჯანდაცვის მინისტრმა,
მიხეილ სარჯველაძემ
განაცხადა.სარჯველაძეს
კითხვა დაუსვეს სალომე
ზურაბიშვილთან ოპოზიციის
კონსულტაციებზე და გიგი
უგულავას ერთ-ერთი მედიის
ეთერში გაკეთებულ
განცხადებაზე, რომ
ზურაბიშვილი უნდა
დასახელდეს ქარტიის
ხელმომწერი ოპოზიციის
გარდამავალი მთავრობის
პრემიერობის
კანდიდატად.სარჯველაძის
თქმით, სალომე ზურაბიშვილს
ასეთი ამბიციის არავითარი
საფუძველი არ აქვს.„ძალიან
ძნელია საუბარი
პრეზიდენტზე, როგორც
ინსტიტუციაზე და
კონსტიტუციური
კომპეტენციის
განმახორციელებელ
სუბიექტზე, რადგან ის,
პრაქტიკულად,
პრეზიდენტობიდან დავიდა
იმ დონეზე, რასაც ჰქვია,
ტიპური, ჩვეულებრივი, არც
თუ მაინცდამაინც
ამბიციური პოლიტიკური
ძალა. ის აღარ გამოირჩევა
არც თავისი რიტორიკით, არც
საქმიანობით. აქედან
გამომდინარე, ძნელია
ისაუბრო ისეთ პროცესებზე,
რომლის ამბიცია და სურვილი
შეიძლება ჰქონდეს. მას
ასეთი ამბიციის არავითარი
საფუძველი არ აქვს.
სამწუხაროდ, ზურაბიშვილი
იქცა რიგით ოპოზიციონერად,
არცერთ შემთხვევაში არ
შეიძლება იწოდებოდეს
პრეზიდენტად, ვინაიდან
აბსოლუტურად დაკარგული
აქვს თვისება, როგორიც არის
ზეპარტიულობა და
მეტ-ნაკლებად
ნეიტრალურობა მაინც“, –
განაცხადა მიხეილ
სარჯველაძემ.