საკონსტიტუციო
სასამართლომ არ
დააკმაყოფილა
შუამდგომლობა, რომ
„უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის“ შესახებ
კანონის გასაჩივრებული
ნორმები საბოლოო
გადაწყვეტილებამდე
შეჩერდეს. თუმცა მიიღო
გადაწყვეტილება სარჩელი
ნაწილობრივ წარმოებაში
მიიღოს.მოსამართლეთა
პლენუმმა გადაწყვეტილება
სათათბიროდ გასვლიდან 1
თვის შემდეგ მიიღო, რომელიც
საკონსტიტუციო
სასამართლოს ვებ-გვერდზე
გამოქვეყნდა.საკონსტიტუციოს
თანახმად, საქმეზე
დაიწყება არსებითი
განხილვა, განხილვამდე კი
არ დაკმაყოფილდება
მოსარჩელეების
შუამდგომლობა საბოლოო
გადაწყვეტილების
მიღებამდე სადავო
ნორმების მოქმედების
შეჩერების შესახებ.