საკმაოდ კარგი სეზონი იყო, -
ასე აფასებს ზამთრის
ტურისტულ სეზონს სასტუმრო
Hotel Carpe Diem Gudauri-ს გენერალური
მენეჯერი. ილია ბარბაქაძე
ამბობს, რომ გასული თვეების
მსგავსადვე დატვირთული
იქნება მარტის
თვეც.„ჯავშნებიდან
გამომდინარე თავიდანვე
ეტყობოდა, რომ კარგი სეზონი
გვექნებოდა და შემდეგ უკვე
უფრო და უფრო გაიზარდა.
მარტშიც კარგ სეზონს
ველოდებით, რადგან თოვლი
მოვიდა“, - აცხადებს ილია
ბარბაქაძე.სასტუმრო Hotel Carpe Diem
Gudauri-ს გენერალური მენეჯერის
თქმით, ასტუმროს სტუმრები
მთელი მსოფლიოდან
ჰყავდა.„ტურისტები მთელი
მსოფლიოდან გვყავდა, ასე
გამორჩევა რთულია. Hotel Carpe Diem
Gudauri-ს მაგალითზე
ადგილობრივები ნაკლებად
არიან, სადღაც 5%-ი, მაგრამ ეს
იმას არ ნიშნავს, რომ
ადგილობრივები ზოგადად
გუდაურში არ ისვენებენ. Hotel
Carpe Diem Gudauri აქტიურად
თანამშრომლობს
პარტნიორებთან და წელს
სასტუმროს მაგალითზე
საკმაოდ აქტიურობდა
ლიეტუვა და
ისრაელი.ყველაზე დიდი
ნაკადი მაინც ამ
ქვეყნებიდან იყო და წელს
ზრდა შესაბამისად უფრო ამ
ქვეყნებიდან იყო.აქტიურად
იყვნენ ასევე
დამსვენებლები გალფის
ქვეყნებიდან და მათი
რაოდენობა ყოველწლიურად
იზრდება. შარშანდელთან
შედარებით გაზრდილია
აზიის ბაზარიც“, - აცხადებს
სასტუმრო Hotel Carpe Diem Gudauri-ს
გენერალური
მენეჯერი.სასტუმრო Hotel Carpe Diem
Gudauri-ში ღამისთევების
საშუალო მაჩვენებელი 4-5
დღე/ღამეა, სასტუმრო ოთხი
კატეგორიის 62 ნომერს
აერთიანებს.სასტუმრო Carpe Diem
განთავსებულია გუდაურის
ცენტრში, მეორე
საბაგიროსთან ახლოს.
თბილისის საერთაშორისო
აეროპორტი მდებარეობს
სასტუმროდან 135 კილომეტრის
მოშორებით. აეროპორტიდან
სასტუმრომდე მანქანით
მგზავრობა გრძელდება
დაახლოებით 2 საათი და 30
წუთი.„ყველა სტუმარს
ვთავაზობთ აეროპორტში
დახვედრას. დახვედრის ფასი
დამოკიდებულია სტუმრების
რაოდენობაზე. ზუსტი ფასის
მისაღებად გთხოვთ
დაუკავშირდეთ ჯავშნების
განყოფილებას“, -
აღნიშნულია სასტუმროს
საიტზე განთავსებულ
ინფორმაციაში.