საკანში ერთი ქალბატონი გამუდმებით მაღალი ხმით მოთქვამდა, პერიოდულობით გაჰყავდათ ხოლმე, ცდილობდა, ჩემგან რამე ტიპის ინფორმაცია მოეპოვებინა, რომელი - ჩემთვისაც უცნობი იყო - ნათია გედენიძე

Primetime.ge 4 საათი წინ 2
საკანში ერთი ქალბატონი გამუდმებით მაღალი ხმით მოთქვამდა, პერიოდულობით გაჰყავდათ ხოლმე, ცდილობდა, ჩემგან რამე ტიპის ინფორმაცია მოეპოვებინა, რომელი - ჩემთვისაც უცნობი იყო - ნათია გედენიძე
საკანში ერთი ქალბატონი გამუდმებით მაღალი ხმით მოთქვამდა, ეს ქალი გარკვეული პერიოდულობით გაჰყავდათ, გადიოდა, შემოდიოდა, ცდილობდა, ჩემგან რამე ტიპის ინფორმაცია მოეპოვებინა, რომელიც ჩემთვისაც უცნობი იყო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ფოტორეპორტიორმა, ნათია გედენიძემ განაცხადა, რომელიც ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე იყო დაკავებული.საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნათია გედენიძემ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ მისი დაკავების დეტალები გაიხსენა.„დაკავების ეპიზოდს რაც შეეხება, სახლის დალუქვის შემდეგ, მე ჩამსვეს მანქანაში უკან და ძალიან დიდი ხანი ვმოძრაობდით ქალაქის ქუჩებში, ვაკით იწყებდნენ, შემდეგ რუსთაველზე, მერე სანაპიროზე და ასე მოძრაობდნენ დიდი ხანი. ჩემთვის ბორკილები არ დაუდიათ და არც პიროვნული შეურაცხყოფა არ ყოფილა. სამნი იყვნენ, მამაკაცები, ვაკეში იყო სუპერმარკეტი „ბიგბენი“, შეჩერდნენ, საკვები იყიდეს, მეც შემომთავაზეს, სანერვიულო გაქვს და ხომ არაფერი გჭირდებაო. ვიყავი გაქვავებული და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, სად ვიყავი. მოძრაობისას ვგრძნობდი, რომ რაღაც გარკვეულ მითითებას ან დასტურს ელოდებოდნენ. საბოლოოდ, შემასახლეს მოდულის შენობაში.ირაკლისგან განსხვავებით, სართულებზე არ მივლია, პირდაპირ აღმოვჩნდი საკანში. იქამდე რაღაც ფორმა შეავსეს. არანაირი დათვალიერება ჩემი არ მომხდარა. უბრალოდ ადამიანი, რომელიც ჩვენთან ოქმს ავსებდა, ის გადიოდა, როცა მე ანკეტას ვავსებდი. მან თქვა, ხომ წარმოგიდგენია, რა შარში ხარ, დაფიქრდი ამაზეო. მე ვერაფრით მივხვდი, რაზე და რა მიმართულებით უნდა მეფიქრა. შემდეგ აღმოვჩნდი საკანში, სადაც ერთი ქალბატონი გამუდმებით მაღალი ხმით მოთქვამდა. ირაკლიმ თქვა, მესმოდა ქალის ხმა და ნათია მეგონაო. ნათია იყო იმ საკანში, ოღონდ მდუმარე, გაქვავებული და ნათიას არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. თუმცა ეს ქალი გარკვეული პერიოდულობით გაჰყავდათ, გადიოდა, მოდიოდა და ცდილობდა, ჩემგან რამე ტიპის ინფორმაცია მოეპოვებინა, რომელი – ჩემთვისაც უცნობი იყო. მთავაზობდნენ საჭმელს, ყავას, მოკლედ ცდილობდნენ, კომფორტი შეექმნათ.იყო გაყვანის ეპიზოდები. მოვიდა ქალბატონი, გაგვეცნო როგორც ადვოკატი.წარმოდგენა არ მაქვს, ირაკლი სად არის, წარმოდგენა არ მაქვს, თუ კიდევ ვინმე ჩვენნაირ დღეშია. ადვოკატი გაგვეცნო, მოვუყევი, მანამდე უბრალოდ ფაქტად მოხდა და დანარჩენი – არანაირი მოსაზრება არ მქონია, რასთან უნდა ყოფილიყო კავშირში. ამ ქალბატონმა მითხრა, გარეთ თუ გესმის, აქციებია თქვენი მხარდასაჭერი და მგონი, კიდევ ერთია თქვენნაირად დაჭერილიო. ვარაუდის დონეზე იყო, მაგრამ მივხვდი, რომ ცოტა ჯგუფური სახე ჰქონდა ამას. ეს გავიგე იმ ადვოკატისგან ინფორმაციის სახით. ადვოკატმა საია მიხსენა, თქვენი ადვოკატი ვარო. მე ჩავთვალე რაღაც ორგანიზაცია, რომელსაც ეხება ეს დაკავებულების დაცვა ან სიტუაციის დაზუსტება. ამის შემდეგ ეს ქალბატონი აღარ მინახავს“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია