საზოგადოებრივ
მაუწყებელზე დაგეგმილი
დებატები ჩაიშალა.
ინფორმაცია ამის შესახებ
რამდენიმე წუთის წინ
გავრცელდა.დებატები დღეს,
22:00 საათზე, საზოგადოებრივი
მაუწყებლის ეთერში,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრისა და
პარლამენტის
თავმჯდომარის, ასევე,
საქართველოს თავდაცვის
ყოფილი მინისტრისა და
საგარეო საქმეთა ყოფილი
მინისტრს შორის უნდა
გამართულიყო.დებატების ეს
ფორმა თინა ხიდაშელმა
თავად მოითხოვა, რასაც წინ
უძღოდა ირაკლი კობახიძის
განცხადება, რომელმაც
თავად შესთავაზა დისკუსია
ოპონენტებს ღია ეთერში.იყო
საუბარი უფრო დიდ
ფორმატზეც, თუმცა
ოპოზიციაში გადასული
მინისტრები ისეთ დებატებს
ითხოვდნენ, სადაც მაქსიმუმ
4 კაცი იქნებოდა ჩართული.