საზოგადოებამ დაინახა, თუ საიდან იყო რადიკალური პროცესები მართული - უცხოური ფულით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან – გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 4 თვის წინ 66
საზოგადოებამ დაინახა, თუ საიდან იყო რადიკალური პროცესები მართული - უცხოური ფულით, პოლიტიკური პარტიების მხრიდან – გურამ მაჭარაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციებს უცხოეთიდან დაფინანსებული შავი ფულით ოპოზიციური პარტიების ლიდერები წარმართავენ.მაჭარაშვილის განცხადებით, სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც მიიღო პარლამენტმა "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონი."თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ამ რადიკალური პროცესების უკან იდგნენ ვითომ პოლიტიკური პარტიები და მათი პატრონები უცხოეთიდან, გუშინდელმა დღემ, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ეს ყველაფერი. თავად აღიარეს, რომ დიახ, მათ ოფისებში ინახებოდა მოლოტოვის კოქტეილები, პიროტექნიკა და ა.შ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი კვებავდა აქციებს და ეს ფული საიდან იყო?! სწორედ იმ უცხოელების შავი ფულიდან, რომლის საწინააღმდეგოდაც ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი. აი, რატომ არ უნდოდათ გამჭვირვალობის კანონი, რომ ეს შავი ფული გამოეყენებინათ მოლოტოვის კოქტეილების შესაძენად, პოლიციელებზე თავდასხმისთვის და ა.შ.გუშინ, ვნახეთ, რომ აღარ იყო პიროტექნიკის გამოყენება, მოლოტოვის კოქტეილის სროლა. სწორედ იმიტომ, რომ როდესაც პოლიციამ ეს ყველაფერი აღმოაჩინა, გაანეიტრალა რადიკალური პროცესები. საზოგადოებამ დაინახა, თუ საიდან იყო ეს რადიკალური პროცესები მართული - უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიების მხრიდან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია