საზოგადოება ნახავს,
რამდენად მძიმე პერიოდის
გავლა მოუწიათ და მძიმე
ფაქტების წინაშე დადგნენ
„კუს ტბის წილების საქმის“
მონაწილეები, - განაცხადა
საპარლამენტო საგამოძიებო
კომისიის წევრმა ილია
ინჯიამ და აღნიშნა, რომ
საქმეში ბევრი ემოციური
მომენტია, რომელიც
საზოგადოებისთვის დიდ
ინტერესს
წარმოადგენს.„კუს ტბის
წილების საქმე - ასე ჰქვია.
ბევრი დეტალისგან შედგება
და ბევრი ემოციური მომენტი
არის, რომელიც ძალიან დიდი
ინტერესის სფერო არის
ჩვენი საზოგადოებისთვის.
ვფიქრობ, რომ საზოგადოებაც
ნახავს, რამდენად მძიმე
პერიოდის გავლა მოუწიათ და
მძიმე ფაქტების წინაშე
დადგნენ ამ საქმის
მონაწილეები“, - განაცხადა
ინჯიამ.2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირთა საქმიანობის
შემსწავლელი პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომა იმართება.
კომისიის წევრები ბესიკ
ხარძიანის გახმაურებულ
საქმეს შეისწავლიან.