ტურიზმის სფეროში გვაქვს
კარგი მონაცემები, - ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ მთავრობის
სხდომაზე
განაცხადა.მთავრობის
მეთაურის თქმით,
საერთაშორისო ვიზიტორების
დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა
ამ წლის პირველ კვარტალში,
შარშანდელ პირველ
კვარტალთან
შედარებით.„ტურიზმი არის
ეკონომიკის მნიშვნელოვანი
დარგი და გარდა ამისა,
ტურიზმის არის ერთ-ერთი
გამოხატულება იმისა, თუ
როგორ მუშაობს ეკონომიკა
და მოხარული ვართ, რომ ამ
სფეროშიც გვაქვს დადებითი
დინამიკა“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.