„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აქვს რეპუტაცია, საქმიანი გამოცდილება და ივანიშვილის რეჟიმი მთავარ საფრთხედ განიხილავს“ - ლაშა ფარულავა

Primetime.ge 2 თვის წინ 33
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აქვს რეპუტაცია, საქმიანი გამოცდილება და ივანიშვილის რეჟიმი მთავარ საფრთხედ განიხილავს“ - ლაშა ფარულავა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ორგანიზაციამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა, რომ არჩევნებზე არც ერთი დამკვირვებელი არ ეყოლება, რადგან სასამართლოში წააგო დავა, სადაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.უწყებამ "საერთაშორისო - გამჭირვალობა საქართველო" საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად დაასახელა და ანგარიშების წარდგენისთვის 5 დღიანი ვადა მისცა.შეფასებები კეთდება ოპოზიციაში - პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა ამბობს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელისუფლება მთავარ საფრთხედ განიხილავს."არასამთავრობო ორგანიზაცია გულისხმობს იმას, რომ ყოველგვარი სამთავრობო სისტემისგან თავისუფალი უნდა იყოს დემოკრატიული კუნძულები საქართველოში. ერთ-ერთი ასეთი კუნძული არის "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", რომელსაც აქვს თავისი რეპუტაცია, საქმიანი გამოცდილება და ივანიშვილის რეჟიმი მთავარ საფრთხედ განიხილავს. მათ ეშინიათ საერთაშორისო და ადგილობრივი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიების," - განაცხადა ლაშა ფარულავამ. 
სრულად წაიკითხეთ სტატია