„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და “აირჩიე ევროპა” გამოიჭირა “ანტიკორუფციულმა ბიურომ”, იმ ორგანიზაციამ, რომლის შექმნასაც ევროსაბჭო ითხოვდა საქართველოსგან – ითხოვდნენ და მიიღეს

News.ge 2 თვის წინ 66
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და “აირჩიე ევროპა” გამოიჭირა “ანტიკორუფციულმა ბიურომ”, იმ ორგანიზაციამ, რომლის შექმნასაც ევროსაბჭო ითხოვდა საქართველოსგან – ითხოვდნენ და მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და “აირჩიე ევროპა” გამოიჭირა “ანტიკორუფციულმა ბიურომ”, იმ ორგანიზაციამ, რომლის შექმნასაც ევროსაბჭო ითხოვდა საქართველოსგან – ითხოვდნენ და მიიღეს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი გავრცელდება.
ქართველიშვილის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და “აირჩიე ევროპა” გამოიჭირა “ანტიკორუფციულმა ბიურომ”, იმ ორგანიზაციამ, რომლის შექმნასაც ევროსაბჭო ითხოვდა საქართველოსგან და მიიღეს კიდეც.
„ვერ მოასწრო მელანმა შეშრობა მორიგი ტრანშის მიღება-ჩაბარების აქტზე ეკა გიგაურის ხელმოწერაზე, რასაც სენატში შესრულებული დავალების გამო “კაპიტანი” აშკარად იმსახურებდა – საქმეში ჩაერთო მისი აღმატებულება “ქართული კანონი”. საქმეში ჩაერთო სახელმწიფო – და ასე იქნება მისი გვერდის ავლით, ნებისმიერ დარღვევისა თუ უგულებელყოფის ყოველ ჯერზე.
მასე იქნება, როდესაც ფინანსების მოზიდვის ნაწილში თავს “არასამთავრობო”, ხოლო ხარჯვით ნაწილში – “ანტისამთავრობო” ორგანიზაციად გამოავლენ. მასე იქნება, როდესაც აგენტოკრატებისაგან მიღებულ თანხებს რადიკალური ოპოზიციის (ან თუნდაც მმართველი პარტიის) საარჩევნო კამპანიას მოახმარ და ამაში საჯაროდ გამოგიჭერენ. აი ზუსტად ისე გამოგიჭერენ, როგორც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის დარღვევაზე ეკა გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და ხათუნა ლაგაზიძის “აირჩიე ევროპა” გამოიჭირა “ანტიკორუფციულმა ბიურომ”.
გამოიჭირა იმ ორგანიზაციამ, რომლის შექმნასაც ასე ითხოვდნენ საქართველოსგან ევროსაბჭოდან – ითხოვდნენ და მიიღეს. მშვენივრად მუშაობს და დიდი მადლობა ამ რეკომენდაციისათვის. გამოიჭირეს არა “რუსული კანონის”, არამედ სულ “სხვა” – ქართული კანონის მოთხოვნის შესაბამისად. ამ ორ ქალბატონს მიეცა 5-დღიანი ვადა წარადგინონ საანგარიშო პერიოდის სრული ფინანსური ანგარიში, ინფორმაცია საბანკო რეკვიზიტებზე, ტრანზაქციებზე და ა.შ. არ დავასწროთ მოვლენებს, დაველოდოთ ამ ხუთდღიანი ვადის ამოწურვას და მერე დავუბრუნდეთ ამ მეტად საინტერესო პრეცედენტს და აქედან გამომდინარე, სამართლებრივ შედეგებს. “დარჩით ჩვენთან – არ გადართოთ”“, – წერს დავით ქართველიშვილი.

სრულად წაიკითხეთ სტატია