სადიგოვი: გავიგე, რომ აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედია აღარ არის

News.ge 1 დღე წინ 12
სადიგოვი: გავიგე, რომ აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედია აღარ არის

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ფორმულას ეთერსი აცხადებს, რომ აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედია აღარ დარჩა და ისინი დააპატიმრეს.
“აზერბაიჯანის ხელისუფლება 30 წელზე მეტია, მამა ალიევით დაწყებული დღემდე გაგრძელებული, ხალხს წნეხში ამყოფებს. როდესაც სჭირდებათ პუტინს უჯერებენ, როდესაც უნდათ ერდოღანს და ამაში ხელს უწყობენ აზერბაიჯანის მართული მედიები.
ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც პოლიციის გზით და სურს ხელთ ეპყრას 3-40 წელი და თუ სახელმწიფო ინსტიტუციები თავის როლს ჯეროვნად არ ასრულებენ და ხალხს არ იცავენ, ეს ნიშნავს, რომ კანონსა და კონსტიტუციას კი არ მიჰყვებიან, არამედ პირად ინტერესებს – აქ ჩვენ მოცემულობად გვაქვს დიქტატურა.
მე აზერბაიჯანში ჩემს კოლეგებს დავუკავშირდი და გავიგე, რომ იქ დამოუკიდებელი მედია აღარ დარჩა. არიან დაპატიმრებულები და მათ აწამებენ. ევროპა აღარ უსმენს აზერბაიჯანს და არც აზერბაიჯანი უსმენს ევროპას”, – თქვა სადიგოვმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია