ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი,
მისი ორგანიზაცია
მაგალითია თაღლითური
სოციოლოგიური კვლევის
კომპანიისა,- განაცხადა
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა გიორგი
კაჭკაჭიშვილზე.მისივე
თქმით, ამ ადამიანს ფასი არ
აქვს, რადგან მას აქვს
ჩვეულებრივი დღის წესრიგი
და ამ პოლიტიკურ დღის
წესრიგს არგებს
არითმეტიკას და
რიცხვებს.„ვფიქრობ, რომ ეს
ადამიანი, მისი
ორგანიზაცია მაგალითია
თაღლითური სოციოლოგიური
კვლევის კომპანიისა.
პირდაპირ აცხადებს, რომ
აქვს პოლიტიკური დღის
წესრიგი, მიზანი. მათ შორის
აცხადებს თავისი მხრიდან
როგორ უნდა მოხდეს ამ
საკითხის
პიარ-ტექნოლოგიური
უზრუნველყოფა. შემდეგ
ჰქონდეს პრეტენზია, რომ
ობიექტურ კვლევას ატარებს,
ეს უკვე არის უტიფარი
თაღლითობა. ასე რომ არ
მგონია რამე ფასი ჰქონდეს
ადამიანს, რომელსაც აქვს
ჩვეულებრივი დღის წესრიგი
და ამ პოლიტიკურ დღის
წესრიგს არგებს
არითმეტიკას და რიცხვებს“,-
განაცხადა
პაპუაშვილმა. იაგო
კაჭკაჭიშვილის კვლევამ
„ნაციონალურ მოძრაობასა“
და მის დანაყოფებში
დაპირისპირება გამოიწვია.
ამომრჩევლის 54% მიიიჩნევს,
რომ ოპოზიციამ
თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობა
უნდა მიიღოს.კვლევა
სოციალური კვლევისა და
ანალიზის ინსტიტუტმა
ჩაატარა. პირისპირ
ინტერვიუს მეთოდით ხალხი
გამოიკითხა 5-20 მაისის
შუალედში. საუბარია 2 ათას
რესპონდენტზე.