სადაც მათი ომი იყო, ნატო-ს
წევრების, ლიეტუვისა და
ესტონეთის, იქ მათ ჰყავდათ
30-30 კაცი, 1000 კაცი გვყავდა
ჩვენ. სადაც საომარი იყო
მათი ომი ჩვენ ვიომეთ,
განაცხადა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილმა,
ლიეტუვისა და ესტონეთის
მთავრობების
გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით, რომელიც
საქართველოს ხელისუფლების
ოცამდე წარმომადგენლის,
მათ შორის საქართველოს
პრემიერ-მინისტრისთვის
სანქციების დაწესების
გულისხმობს.მისი თქმით,
რატომღაც ესტონეთისა და
ლიეტუვის ხელისუფლებებს
შემორჩენილი აქვთ საბჭოთა
მენტალიტეტი და ე.წ. „დიდი
ძმის “ პოზიციიდან
ესაუბრებიან
საქართველოს.მისი
განცხადებით, მათი ეს
ქედმაღლობა ნატო-ს ქოლგის
ქვეშ ყოფნით არის
განპირობებული.“სადაც
საომარი იყო, ავღანეთში,
სადაც მათი ომი იყო ნატო-ს
წევრების, ლიეტუვის და
ესტონეთის, იქ მათ ჰყავდათ
30-30 კაცი, 1000 კაცი გვყავდა
ჩვენ. სადაც საომარი იყო
მათი ომი ჩვენ ვიომეთ და
ახლა როდესაც ამ ორი
ქვეყნის ხელისუფლება
ცდილობს, რომ ქართველ
ხალხზე თავდასხმით
გვაჩვენონ მათი
განსაკუთრებული
შესაძლებლობები, ეს
უბრალოდ არასერიოზულია“, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.