„თანამედროვე ევროპული
პრაქტიკით ჰაერის ხარისხს
დაახლოებით, 30 წერტილში
ვზომავთ და
იდენტიფიცირებული გვაქვს
კონკრეტული ადგილები“ -
ამის შესახებ გარემოსა და
კლიმატის ცვლილების
დეპარტამენტის უფროსის
მოადგილემ, ნოე
მეგრელიშვილმა
განაცხადა.მანვე
ჩამოთვალა კონკრეტული
რამდენიმე ადგილი, სადაც
გამონაბოლქვის
მონიტორინგის დისტანციური
სისტემები
დამონტაჟდება.„რუსთაველის,
პეკინის, დადიანის,
მელიქიშვილის გამზირები,
ასევე ვარკეთილის მეტროს
მიმდებარედ და ა.შ. ანუ
ვიცით, სად არის გამოწვევა
და სწორედ ამ ტერიტორიებზე
იგეგმება მსგავსი
მოწყობილობების
დამონტაჟება“, - განაცხადა
ნოე მეგრელიშვილმა.მან
ასევე სანქციების
რეჟიმზეც ისაუბრა და
განაცხადა, რომ ჯარიმა
მყისიერი არ იქნება.„რაც
შეეხება იმას, თუ რა
პრინციპით იმოქმედებს ეს
სისტემა, ეს არ არის
დაჯარიმების, ეს არის
კვლევის სისტემა. დასკვნის
შედეგად შემოვიღებთ
საკანონმდებლო
რეგულაციას, რომლის
მიხედვითაც შეიზღუდება
ასეთი ტიპის
ავტომობილებით
გადაადგილება ქალაქის
მასშტაბით მაინც. მყისიერი
ჯარიმა არ იქნება, რადგან
ამ ხელსაწყოს აქვს თავისი
ცდომილება და ძალიან
რთულია ერთჯერადი
გაზომვით მოხდეს დასკვნის
გამოტანა. ხანგრძლივი
დაკვირვების შედეგად კი
მოხდება დაჯარიმება“, -
განაცხადა
მეგრელიშვილმა.წყარო:
რადიო „პალიტრა“