მიანმარში 7,7 მაგნიტუდის
სიმძლავრის მიწისძვრა
მოხდა. ძლიერი ბიძგები
იგრძნობოდა ტაილანდის
დედაქალაქშიც.აშშ-ის
გეოლოგიური სამსახურის
განცხადებით, მიწისძვრა 7,7
მაგნიტუდის სიმძლავრის
იყო და მას ძლიერი ბიძგები
მოჰყვა.ეპიცენტრი ქალაქ
მანდაილაიდან დაახლოებით 17
კილომეტრში იყო, სადაც
მოსახლეობა 1,2 მილიონს
შეადგენს.ტაილანდის გარდა,
მიწისძვრა იგრძნობოდა
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ
პროვინცია
იუნანშიც.პეკინის
მიწისძვრის სააგენტოს
თქმით, მიწისძვრის
სიმძლავრე 7,9 მაგნიტუდა
იყო.სოციალურ მედიაში
გავრცელდა დანგრეული
შენობების ფოტოები, თუმცა
ნგრევის ან დაშავების
შესახებ ინფორმაცია
ოფიციალურად არ
გავრცელებულა.ნახეთ,
კადრები