საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
ინფორმაციით, თოვის და
შეზღუდული ხილვადობის
გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზის კმ1-კმ106
მონაკვეთზე, აკრძალულია
მისაბმელიანი და ნახევრად
მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.საავტომობილო
გზის დანარჩენ მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.ამასთან,
ძლიერი თოვის და დაბალი
ტემპერატურის გამო,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
თბილისი-სენაკი-ლესელიძის
საავტომობილო გზის კმ133-კმ158
(სურამი-ვერტყვიჭალა)
მონაკვეთზე დროებით
იზღუდება მისაბმელიანი და
ნახევრად მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია.საავტომობილო
გზის დანარჩენ
მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.