საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

Primetime.ge 2 თვის წინ 33
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტის მიერ ოთხი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.„ადმინისტრაციული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ“ გავრცელდება მხარეთა შორის გაცვლილ კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე (შეზღუდული სარგებლობისათვის, საიდუმლო და სრულიად საიდუმლო).შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინფორმაციის კლასიფიკაციის დონეების შესაბამისობა და მარკირება, ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე დაშვების მისანიჭებლად გასათვალისწინებელი კრიტერიუმები, კლასიფიცირებული ინფორმაციის შენახვის ადგილებისა და დაცვის უსაფრთხოების სტანდარტები, რეგისტრის სისტემა, კომუნიკაციებისა და ინფორმაციული სისტემის უსაფრთხოება და ვიზიტების განხორციელების პროცედურები.კომიტეტმა განიხილა „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტი“.როგორც მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა, ჟენევის აქტთან შეერთებით საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა გამართული და მოქნილი საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის საშუალებით დაიცვას როგორც რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებები, ისე გეოგრაფიული აღნიშვნები. დაცვა გავრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომელი ჟენევის აქტის ხელშემკვრელია.ამასთან, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ოკუპაციის ფაქტის გათვალისწინებით, ჟენევის აქტი მართალია გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა ვერ მოხდება მისი გამოყენება, შესაბამისად, მიზანშეწონილია გაკეთდეს დეკლარაცია აღნიშნულის თაობაზე“, - განაცხადა გენადი არველაძემ.„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებით (ჩვეულებრივი ოპერაციები) (თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის - ქვეპროგრამა 2) სესხის სახით გამოყოფილი იქნება 68,198,00 ლარი.ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია მსესხებლის პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერა. ის მოიცავს: პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესებას პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში;პროფესიული განათლების სისტემის ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიურობის გაზრდას; ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას პროფესიული განათლების სფეროში კერძო პირების მონაწილეობის გაზრდის გზით.სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ხანგრძლივობა 15 წელია, შეღავათიანი პერიოდი კი - სამი წელი.კომიტეტმა, ასევე, განიხილა სასესხო შეთანხმება „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q)“ მეორე ცვლილება“.ცვლილების თანახმად, შეთანხმებით გათვალისწინებული სესხის დახურვის თარიღით უნდა განისაზღვროს 2027 წლის 31 მარტი, ნაცვლად 2026 წლის 31 მარტისა.სასესხო შეთანხმებით განსახორციელებელი პროექტის მიზანია სკოლამდელ განათლებაზე წვდომის გაფართოება და განათლების და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია