პაპი კეთილშობილი ადამიანი იყო, რომელიც იღწვოდა, რომ სათნოება და სიყვარული ყოფილიყო ადამიანებს შორის, მერგო პატივი, რომ საქართველოს სახელით ვყოფილიყავი აქ - მიხეილ ყაველაშვილი

Primetime.ge 6 საათი წინ 12
პაპი კეთილშობილი ადამიანი იყო, რომელიც იღწვოდა, რომ სათნოება და სიყვარული ყოფილიყო ადამიანებს შორის, მერგო პატივი, რომ საქართველოს სახელით ვყოფილიყავი აქ - მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომის პაპი უბრალო, კეთილშობილი ადამიანი იყო, რომელიც იღწვოდა, რომ სათნოება და სიყვარული ყოფილიყო ადამიანებს შორის:"დავესწარი ვატიკანში მისი უწმინდესობის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალს. საკმაოდ ბევრი ადამიანი დაესწრო. ის იყო უბრალო, კეთილშობილი ადამიანი, რომელიც იღწვოდა, რომ სათნოება და სიყვარული ყოფილიყო ადამიანებს შორის. გამოჩნდა კიდეც, რომ საკმაოდ დიდი დაფასება დაიმსახურა მან. მე პატივი მერგო, რომ საქართველოს სახელით ვყოფილიყავი აქ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად,"- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.დღეს, რომის პაპი ფრანცისკე დაკრძალეს. პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენეს და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს, შემდეგ კი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასული ათასობით ადამიანი ესწრებოდა - მონარქები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ვატიკანშია 170 ქვეყნის სხვადასხვა დელეგაცია. 
სრულად წაიკითხეთ სტატია