საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროში
საგარეო უწყების
ხელმძღვანელის, მაკა
ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს
გენერალური მდივნის,
ფერიდუნ სინირლიოღლუს
შეხვედრა
მიმდინარეობს.ეუთო-ს
გენერალური მდივანი
საქართველოს ვიზიტით დღეს
ეწვია.საგარეო უწყებაში
შეხვედრის შემდეგ, მაკა
ბოჭორიშვილი და ფერიდუნ
სინირლიოღლუ პრესასთან
ერთობლივ განცხადებებს
გააკეთებენ.დაგეგმილია
ეუთო-ს გენერალური მდივნის
შეხვედრები საქართველოს
აღმასრულებელი და
საკანონმდებლო
ხელისუფლების უმაღლესი
თანამდებობის პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში
ფერიდუნ სინირლიოღლუ
ასევე ეწვევა საოკუპაციო
ხაზთან მდებარე სოფელ
ოძისს და ადგილზე გაეცნობა
არსებულ ვითარებას.ფოტო:1tv.ge