საგარეო საქმეთა მინისტრი
ინდოეთში მაღალი დონის
შეხვედრებს განაგრძობს.
პირველი დიპლომატი
ვიზიტის ფარგლებში,
ორმხრივ შეხვედრებს
მართავს.მაკა ბოჭორიშვილი
დღეს ინდოეთის საგარეო
საქმეთა მინისტრს
შეხვდება. ასევე მინისტრი
პანელურ დისკუსიაში -
„ხედვა კავკასიიდან“
მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის მიზანია ქვეყნის
წარმოჩენა საერთაშორისო
ასპარეზზე და პარტნიორ
ქვეყნებთან ურთიერთობების
გაღრმავება.მინისტრმა
მონაწილეობა უკვე მიიღო
მაღალი დონის
საერთაშორისო
კონფერენციაზე, რომელიც Raisina
Dialogue -ის ფარგლებში გაიმართა.
ასევე გაიმართა დახურული
შეხვედრები სხვადასხვა
ქვეყნის საგარეო საქმეთა
მინისტრებთან. ნიუ დელიში
იმყოფება და მაღალი დონის
პანელურ დისკუსიაში
მონაწილეობას იღებს აშშ-ის
ეროვნული უსაფრთხოების
ხელმძღვანელი ტულსონ
გარდისი.