ხულოს, შუახევის, ქედის,
ხელვაჩაურისა და
ქობულეთის
მუნიციპალიტეტებში აჭარის
საავტომობილო გზების
დეპარტამენტი გზების
თოვლის საფარისგან
გაწმენდას უწყვეტ რეჟიმში
აგრძელებს.ხულოს
მუნიციპალიტეტის მერის,
ჯამბულატ მელაძის თქმით,
საგანგებო რეჟიმში
მუშაობს მერიაში შექმნილი
შტაბი, ასევე
მობილიზებულია ადამიანური
რესურსი, რათა დროულად
მოხდეს დიდთოვლობის
შედეგად გამოწვეული
პრობლემების
აღმოფხვრა."დიდთოვლობის
შედეგად იყო მცირედი
შეფერხებები
ელექტროენერგიის
მიწოდების კუთხით, თუმცა
"ენერგო პრო ჯორჯიას"
წარმომადგენლებისა და
მერიის შესაბამისი
სამსახურების
კოორდინირებული მუშაობით
აღმოიფხვრა პრობლემა და ამ
ეტაპისთვის
ელექტროენერგია
მუნიციპალიტეტის ყველა
აბონენტს მიეწოდება. რაც
შეეხება სასმელი წყლის
მიწოდებას, ამ კუთხით რაიმე
სახის შეფერხება არ
გვქონია და უწყვეტ რეჟიმში,
გრაფიკის მიხედვით
მიეწოდება მოსახლეობას.
საგანგებო რეჟიმში
მუშაობს მერიაში შექმნილი
საგანგებო შტაბი, ასევე
მობილიზებულია ადამიანური
რესურსი, კოორდინირებულად
ვმუშაობთ
წარმომადგენლებთან,
დეპუტატებთან, რათა
დროულად მოხდეს
დიდთოვლობის შედეგად
გამოწვეული პრობლემების
აღმოფხვრა," – აცხადებს
ხულოს მუნიციპალიტეტის
მერი ჯამბულატ მელაძე.