დავით აღმაშენებლის
სახელობის ეროვნული
თავდაცვის აკადემიის
იუნკერებმა 1921 წელს
კოჯორ-ტაბახმელას
ტერიტორიაზე დაღუპული
იუნკერები გაიხსენეს.
აღნიშნულის შესახებ
ინფორმაციას თავდაცვის
სამინისტრო
ავრცელებს.ახალგაზრდებმა
კოჯორ-ტაბახმელას
ბრძოლებში დაღუპულ
იუნკერთა ხსოვნის
პატივსაცემად, სიმბოლურად,
1921-მეტრიანი გარბენი
მოაწყვეს და მემორიალთან
მათ ხსოვნას პატივი
მიაგეს.ეროვნული
თავდაცვის აკადემიის
კურსანტებმა შემორჩენილი
სანგრებიც დაათვალიერეს
და 1921 წლის საბრძოლო
მოქმედებების შესახებ
ეროვნული თავდაცვის
აკადემიის სამხედრო
ისტორიკოსის გიორგი
ბერიძის ლექცია
მოისმინეს.ეროვნული
თავდაცვის აკადემიის
იუნკერების ჩართულობით
ღონისძიება საბჭოთა
ოკუპაციის კვირეულის
ფარგლებში გაიმართა.