„საბაჟო გამშვები პუნქტი
„ყაზბეგი“, განგაშის
სისტემის აქტივაციის გამო,
დროებით წყვეტს მუშაობას“,
- ამის შესახებ განცხადებას
შემოსავლების სამსახური
ავრცელებს.„ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების
სამსახური გაცნობებთ, რომ
განხორციელდა დევდორაკის
ხეობაში განთავსებული
განგაშის სისტემის
აქტივაცია, რის შედეგადაც
მაღალი სიზუსტის სისტემამ
„ყაზბეგის“ საბაჟო
გამშვებ პუნქტს
დაუყოვნებლივ გადასცა
განგაშის
სიგნალი.უსაფრთხოების
უზრუნველყოფის მიზნით,
შესაბამის სახელმწიფო
უწყებებთან
კოორდინირებული მუშაობის
შედეგად, აღნიშნულ საბაჟო
გამშვებ პუნქტის
თანამშრომლები და
მგზავრები გადაყვანილი
არიან დაცულ/უსაფრთხო
ტერიტორიაზე.აქვე
განვმარტავთ, რომ
„ყაზბეგის“ საბაჟო
გამშვებ პუნქტზე
შეჩერებულია ყველა სახის
საბაჟო კონტროლის
პროცედურები. საქართველოს
საბაჟო საზღვარზე
საქონლის შემოტანა-გატანა,
აგრეთვე აღნიშნული საბაჟო
გამშვები პუნქტის გავლით
სახელმწიფო საზღვრის
გადამკვეთ ფიზიკურ პირთა
მიმართ საბაჟო კონტროლის
პროცედურები ვერ
განხორციელდება.საფრთხის
შემცველი ფაქტორების
შემცირების შემთხვევაში,
საბაჟო გამშვები პუნქტი
„ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში,
სრული დატვირთვით
გააგრძელებს მუშაობას.
შესაბამისად, მგზავრებისა
და ტვირთების გატარება
შეუფერხებლად
განხორციელდება“, -
ნათქვამია განცხადებაში.