„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

News.ge 3 საათი წინ 1
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას” ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 81 საკონკურსო წიგნიდან 10 ფინალისტი გამოვლინდა.

2025 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

  • მაია ბადრიძე | მაქს ვებერის „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება” (დიოგენე)
  • კატია ვოლტერსი | ოლგა ტოკარჩუკის „ემპუსების ნადიმი“ (ინტელექტი)
  • ანი კოპალიანი | ადამ მიცკევიჩის „ჯიადი“ (ინტელექტი)
  • გიორგი მაჭარაშვილი | ჯოზეფ კემპბელის „ათასსახოვანი გმირი“ (პალიტრა L)
  • გვანცა ფოფხაძე | ლუციუს ანეუს სენეკას „მორალური წერილები ლუკილიუსს“ (დიოგენე)
  • ოქტაი ქაზუმოვი | გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ქარდა ქარდუხი | ედგარ ლი მასტერსის „სფუნ რივერის ანთოლოგია“ (ინტელექტი)
  • მანანა ღარიბაშვილი | პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის „ხმა ტომისიდან“ (არტანუჯი)
  • ბაჩანა ჩაბრაძე | ანტონენ არტოს „თეატრი და მისი ორეული“ (თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი)
  • ზაზა ჭილაძე | კორმაკ მაკართის „გზა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე  მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა.

სრულად წაიკითხეთ სტატია