,,ბუდე პლუსი” — არჩევანი, რომელიც თქვენს სახლში კომფორტს ქმნის

News.ge 3 საათი წინ 2
,,ბუდე პლუსი” — არჩევანი, რომელიც თქვენს სახლში კომფორტს ქმნის

გათბობა-გაგრილების, კონდიცირების, თბოიზოლაციის, წყალმომარაგებისა და განახლებადი ენერგიის სისტემების ეფექტურად მუშაობა და გამძლეობა ორ მთავარ ფაქტორზე დამოკიდებული: კომპონენტები უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს და მათი მონტაჟი მაღალპროფესიონალურად უნდა შესრულდეს. ერთი მეორის გარეშე შედეგს ვერ გამოიღებს.

,,ბუდე პლუსი” სწორედ ამ ორი ფუნდამენტური პრინციპის მიხედვით წარმართავს. კომპანია პრემიუმ ხარისხის გათბობა-გაგრილების სისტემებს, წყალმომარაგებისა და ვენტილაციის კომპონენტებს გთავაზობთ. ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია 3000-ზე მეტი დასახელების სერტიფიცირებული პროდუქტი, რომელიც ევროპის წამყვანი მწარმოებლების მიერაა შექმნილი.

თუმცა, კომპანიის მიდგომა მხოლოდ მაღალი ხარისხის კომპონენტების შეთავაზებით არ შემოიფარგლება. მეორე ფუნდამენტური პრინციპის — პროფესიონალური შესრულების — უზრუნველსაყოფად, „ბუდე პლუსი“ მომხმარებელს სრულ საინჟინრო მომსახურებას უწევს.

კვალიფიციურ ინჟინერთა გუნდი ნებისმიერი ობიექტისთვის, იქნება ეს კერძო სახლი თუ კომერციული ფართი, დეტალურ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვას ამზადებს. ამ მიდგომით კი სისტემის ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხანგრძლივი ექსპლუატაცია მიიღწევა.

შეთავაზება კორპორატიული და მუდმივი მომხმარებლებისთვის

კომპანია „ბუდე პლუსი“ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს კორპორატიულ პარტნიორებს. თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული პირობები ვრცელდება მთელ ასორტიმენტზე. კორპორატიული კლიენტებისთვის ხელმისაწვდომია დეტალური ტექნიკური კონსულტაცია, პროფესიონალური მხარდაჭერა სამონტაჟო სამუშაოებისას და პროდუქციის სწრაფი მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

„ბუდე პლუსის“ მისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობა. მუდმივი პარტნიორებისა და დარგის სპეციალისტებისთვის კომპანია რეგულარულად ატარებს სპეციალურ სწავლებებს. ამ ტრენინგების მიზანია საიმედო და ენერგოეფექტური საინჟინრო სისტემების ასორტიმენტის სიღრმისეულად გაცნობა და მათი მონტაჟისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.

ამრიგად, კომპანია საქმეს კომპლექსურად უდგება და მომხმარებელს არა მხოლოდ ევროპულ, პრემიუმ ხარისხის კომპონენტებს, არამედ სრულყოფილ საინჟინრო მომსახურებასაც სთავაზობს.

სისტემების კომპონენტების შესარჩევად, კონსულტაციისა და ინდივიდუალურად მორგებული შეთავაზების მისაღებად, დაუკავშირდით „ბუდე პლუსს“:

მისამართი: გ. ამილახვარის ქ. N1

ტელეფონი: +995 32 219 49 09

ელფოსტა: info@bude.plus

ვებგვერდი: Bude.plus

სრულად წაიკითხეთ სტატია