ბოლო დღეებში რაც ხდებოდა
ქვეყანაში, წინასწარ
დაწერილი სცენარია, რომ
სახელმწიფო გადატრიალება
მოეწყოთ, – ამის შესახებ
დედაქალაქის მერმა, კახა
კალაძემ მედიასთან
საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტის, მიხეილ
სააკაშვილის განცხადების
შეფასებისას ისაუბრა.კახა
კალაძის თქმით,
სააკაშვილის განცხადება
სახელმწიფო შენობების
პიკეტირების შესახებ
მეტყველებს იმაზე, რა იყო
საპროტესტო აქციების
ძირითადი მიზანი.„რაც ბოლო
დღეებში ხდებოდა, არის იმ
დაწერილი სცენარის ნაწილი,
რისი განხორციელებაც
უნდოდათ. მათი სურვილი იყო,
ქვეყანაში სახელმწიფო
გადატრიალების მოწყობა.
ქვეყანაში „ნაცმაიდანი“
ვერ შედგა, რადგან
სახელმწიფო დღეს არის
მოწოდების სიმაღლეზე და
არავის მივცემთ
შესაძლებლობას, ქვეყანაში
სისხლისღვრა, სახელმწიფო
გადატრიალება,
დაპირისპირება მოაწყოს.
საზოგადოების გახლეჩას,
პოლარიზაციის ხელშეწყობას
ვერავინ
შეძლებს.სააკაშვილის
გაკეთებული განცხადებაც
მეტყველებს, რა პროცესები
მიმდინარეობდა, რა იყო ამ
გამოსვლებისა და აქციების
ძირითადი მიზანი. თავიდან
ისე შეფუთეს, თითქოს
ევროინტეგრაციის გზაზე
მთავრობამ უარი თქვა და
დაიწყეს გამოსვლები, რაც
არის ძალიან დიდი ტყუილი.
შეიძლება, ვიღაცებმა ვერ
გაიგეს, შეიძლება, ჩვენ ვერ
გადმოვეცით, მაგრამ მთელი
ამ დროის განმავლობაში
უამრავი მესიჯი ითქვა
ჩვენი მხრიდან, აიხსნა
აღნიშნული თემა, რომ
ევროინტეგრაციის გზაზე
ყველაფერს ვაკეთებთ. ეს იყო
უბრალოდ შეფუთული.
რეალურად არჩევნები
წააგეს, ჩვენი ქვეყნის
მოსახლეობის უმრავლესობამ
უთხრა არა ომს, ბოროტებას
და ამაზე გაღიზიანებულებს
– როგორც ქვეყნის შიგნით,
ასევე ქვეყნის გარეთ,
სურვილი ჰქონდათ
რევოლუციური გზით
სახელმწიფო გადატრიალება
მოეწყოთ“, – აღნიშნა კახა
კალაძემ.