რუსული მედია: ლავროვი პირველი ვიზიტით ეწვევა ევროკავშირის წევრ ქვეყანას მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ის საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩნდა
2 თვის წინ
49
რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრი სერგეი ლავროვი
დეკემბერში მალტაში
დაგეგმილ ეუთოს სამიტზე
ჩასვლას აპირებს.
ინფორმაციას რუსული მედია
ავრცელებს.ეუთოს სამიტი
საგარეო საქმეთა
მინისტრების დონეზე 5-6
დეკემბერს მალტაში
გაიმართება. ეს იქნება
ლავროვის პირველი ვიზიტი
ევროკავშირის წევრ
ქვეყანაში მას შემდეგ, რაც
2022 წლის თებერვალში რუსეთი
უკრაინაში შეიჭრა და ის
საერთაშორისო სანქციების
ქვეშ აღმოჩნდა.ბოლოს
ლავროვი ევროპაში
გამართულ ეუთოს სამიტში 2021
წლის დეკემბერში
მონაწილეობდა. მაშინ ის
შვედეთის დედაქალაქ
სტოკჰოლმში გაიმართა.
უკრაინაში ომის დაწყების
შემდეგ რუსეთის საგარეო
საქმეთა მინისტრი
ევროკავშირის წევრ
ქვეყნებში არ ჩასულა.
რუსული მედია: ლავროვი პირველი ვიზიტით ეწვევა ევროკავშირის წევრ ქვეყანას მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ის საერთაშორისო სანქციების ქვეშ აღმოჩნდა