თენგიზ შარმანაშვილი: ხელისუფლებაში თუ მოვლენ, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან, საქართველოს დაღუპვის დანახვა არ მინდა, ღმერთმა დამიფაროს, ხელმეორედ ვიხილო ესენი ხელისუფლებაში

Primetime.ge 2 საათი წინ 7
თენგიზ შარმანაშვილი: ხელისუფლებაში თუ მოვლენ, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან, საქართველოს დაღუპვის დანახვა არ მინდა, ღმერთმა დამიფაროს, ხელმეორედ ვიხილო ესენი ხელისუფლებაში
ხელისუფლებაში თუ მოვლენ, ჩემი ფეხით გამოვცხადდები იქ, სადაც მეტყვიან, საქართველოს დაღუპვის დანახვა არ მინდა, თუ მომკლავენ, უკეთესი იქნება, არ მინდა, ეს დავინახო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას.თენგიზ შარმანაშვილის თქმით, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ განიხილავს.„პასუხისმგებლობას არ გრძნობენ დანაშაულებზე, რომ დიდი შეცდომები დაუშვეს. ღმერთმა არ მანახოს იმის გამეორება, რაც იყო. გინახავთ, რამეს არ ემიჯნებოდნენ, წარსულს არ ემიჯნებოდნენ? იმასაც კი გაემიჯნენ, მათთვის შარლ მიშელი რომ ჩამოვიდა და ისეთი დოკუმენტი შექმნა, რომელიც კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობდა, ვალდებულებები ააღებინა სახელმწიფოს და ხელისუფლებას. ყველაფერი მათ სასარგებლოდ იყო ამ დოკუმენტში, ყველა პუნქტი ხელისუფლების საწინააღმდეგო იყო, მაგრამ მაინც დაეთანხმა ხელისუფლება, იმასაც კი არ დაეთანხმნენ, რასაც მოაწერეს ხელი. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც სიტყვა კონსტრუქციულზე ფერი მისდით. არ არიან ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება პოლიტიკური დიალოგი გამართო, საერთო მოიფიქრო. ოპონენტი იმას კი არ ნიშნავს, დადიოდე და ლამობდე, როგორმე მიახრჩო სადმე. ოპონენტი ნიშნავს იმას, რომ ამტკიცებდეს, შენზე უკეთესად შეუძლია იმ საქმის გაკეთება, რასაც აკეთებ და კონსტიტუციით დადგენილი სფეროებითა და წესებით გამოგცადოს ხელისუფლებაში და მერე კონსტიტუციურად გააგრძელოს ხელისუფლების მართვა“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.მისი თქმით, ქართველმა ხალხმა შეაფასოს ვისთან აქვს საქმე.„ყველა ნაბიჯზე ამბობენ – არ მოგვწონს, არ ვცნობთ, არ მინდა, არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ, პარლამენტში ამირჩიეს, მაგრამ მაინც არ შემოვალთ, შარლ მიშელი ჩამოვიყვანე ევროპის საბჭოდან, დოკუმენტი შევადგენინე ჩემი სასარგებლო, მაგრამ მაინც არ ვეთანხმები. ქართველმა ხალხმა შეაფასოს ვისთან გვაქვს საქმე. ასეთი ადამიანები, რომლებიც თავის შეცდომებზე და დანაშაულებზე იოტისოდენადაც კი არ ნანობენ, არც გააზრება აქვთ, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი გაუაზრებელი ადამიანები ხელმეორედ ვიხილო ხელისუფლებაში“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ღალატის კომისიის თითოეული წევრი მეორე თაობის საბჭოთა ჯალათთან, თეა წულუკიანთან ერთად დაისჯება, პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს ძალიან მალე მოხდება“.
სრულად წაიკითხეთ სტატია