
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტ ანდრო გოცირიძის აზრით, ნებისმიერი პროფილის რუსულ-ქართული ასოციაციები, ძირითადად, „რუსული დაზვერვის სადაზვერვო საცეცებია“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ცოტა ხნის წინ დარეგისტრირებული ბიზნესასოციაცია „ქართულ-რუსულის“ მიზნების და საჭიროების კომენტირებისას განაცხადა.
საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა – ვინ არიან გამგეობის წევრები?
– რუსულ-ქართულ ასოციაციებს, მე ბიზნესიდან არ ვიცნობ, წარსული ცხოვრებიდან ვიცნობ და რას ემსახურება, კარგად ვიცი. რუსულ-ქართული ასოციაციები, ძირითადად, რუსული დაზვერვის სადაზვერვო საცეცებია…
– ბიზნესასოციაციებიც?
– ნებისმიერი… გნებავთ – ბიზნესი, გნებავთ – საგანმანათლებლო თუ კულტურული; ასეთი ასოციაციებიის საფარქვეშ მუშაობს რუსული დაზვერვა. ეს არის კლასიკა. თუ ჩემი არ გჯერათ – წიგნებში შეგიძლიათ წაიკითხოთ, მაგრამ მე მხოლოდ სხვისი წიგნებიდან მოყოლილს არ ვამბობ… რაც შეეხება მეწარმეებს, ვისაც რუსულ ბაზარზე გააქვს პროდუქტი, მიმაჩნია, რომ ეს მეწარმეების პრობლემა არაა. მეც რომ მქონდეს დიდი კრედიტი, იძულებული ვიქნებოდი, თუკი ეს ბაზარი გაიხსნა, იქ შევსულიყავი; გასაგებია, მორალური ფაქტორები, მაგრამ ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა და სწორედ ამაშია სახელმწიფოს წვლილი – ჯერ ერთი არ უნდა გახსნას [რუსული] ბაზარი და მეორეც, რუსული ბაზრიდან წამოსვლა უნდა წაახალისო და არა იქ შესვლა.