"რუსთავი 2-ის" სატელევიზიო
თავგადასავალს კიდევ ერთი
ფურცელი დაემატა. არხი ახალ
ეტაპს უმაღლესი ხარისხის
გამოსახულებით და სრულიად
განახლებული ტექნიკით
იწყებს. "რუსთავი 2-ის"
არსებობის ისტორიაში
პირველად მაყურებელი
"კურიერს" HD გამოსახულებით
უყურებს."რუსთავი 2-ის"
უხუცესი
თანამშრომლებისთვის ეს
დღე ნოსტალგიურია. არიან
სახლში, ოღონდ - შეცვლილ
მისამართზე, მაგრამ ისევ
ერთ ოთახში. ვინაიდან
"რუსთავის 2" ემშვიდობება
ისტორიულ სივრცეს, დელისის
შენობას, სადაც საეთერო ამ
დრომდე ფუნქციონირებდა.
დღეიდან კი
რუსთავიორელების ძველი და
ახალი თაობა "კურიერიდან"
"კურიერამდე" ანჯაფარიძის 5
ნომერში, ერთ შენობაში
იმუშავებს. მათ შორის ლადო
ღვინიაშვილიც, რომელიც
შვილივით გამოზრდილ არხზე
ახლა უკვე შვილთან ერთად
მუშაობს.ეს დღე ემოციურია
არა მხოლოდ არხის
ტექნიკური განყოფილების
უხუცესი
თანამშრომლებისთვის,
არამედ - რუსთავიორელების
ახალი თაობისთვისაც.30 წლის
წინ 30 თანამშრომლით ერთ
ოთახში დაწყებული ამბავი
დღემდე გრძელდება. ახლა ამ
არხზე მომუშავე ძველებიც
და ახლებიც ახალი ისტორიის
ათვლას ახალ გარემოში
იწყებენ.