რუსეთმა უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები დაუსწრებლად გაასამართლა

Civil Georgia 2 თვის წინ 65
რუსეთმა უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები დაუსწრებლად გაასამართლა

25 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა საქართველოს 28 წლის მოქალაქე გიორგი კინოიანი და, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის, მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ინფორმაციით, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

კინოიანი ქართულ ეროვნულ ლეგიონს 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნებაყოფლობით შეუერთდა. ლეგიონი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული და მისი ჯარისკაცები დაქირავებულ მებრძოლებად ითვლებიან. თუმცა, ოფიციალურად ლეგიონი უკრაინის სამხედრო ძალების ნაწილადაა აღიარებული.  „კინოიანმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში სხვადასხვა ადგილებში. დაქირავებული მებრძოლის მიერ მიღებული ანაზღაურების ოდენობა დაახლოებით 155 ათასი რუბლის ექვივალენტია“, – იუწყება TASS გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით.

მანამდე რუსეთმა ასევე დაუსწრებლად გაასამართლა ლეგიონის კიდევ ერთი წევრი, რუსუდან ივანეიშვილი და მას, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია