რუსეთის შეიარაღებულმა
ძალებმა უკრაინის ქალაქი
ზაპოროჟიე დაბომბა.
ინფორმაციას ზაპოროჟიეს
საოლქო სამხედრო
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი, ივან
ფიოდოროვი
ავრცელებს.თავდაპირველად
ვრცელდებოდა ინფორმაცია
ორი დაჭრილის შესახებ,
თუმცა მოგვიანებით,
ფიოდოროვმა „ტელეგრამის“
საკუთარ არხზე დაწერა, რომ
ერთ-ერთი დაშავებული
საავადმყოფოში მიყვანამდე
გარდაიცვალა.გარდაცვლილია
69 წლის ქალბატონი.
დაბომბვის დროს აგრეთვე
დაზიანდა
მრავალსართულიანი
საცხოვრებელი კორპუსი,
დაიწვა რამდენიმე
ავტომობილი.