რუსეთის, უკრაინისა და
თურქეთის წარმომადგენლებს
შორის სამმხრივი შეხვედრა
სტამბოლში ადგილობრივი
დროით 12:30 საათზეა
დაგეგმილი. ამის შესახებ
რუსულ მედიას თურქეთის
საგარეო საქმეთა
სამინისტროში
განუცხადეს.გავრცელებული
ცნობით, შეხვედრა თურქეთის
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის შენობაში,
დოლმაბაჰჩეში
გაიმართება.თურქეთის
საგარეო საქმეთა
სამინისტროში ასევე
აღნიშნეს, რომ ადგილობრივი
დროით 10:45 საათზე არის
დაგეგმილი შეხვედრა
თურქეთის, აშშ-ის და
უკრაინის დელეგაციებს
შორის. ჯერჯერობით უცნობია,
გაიმართება თუ არა დღეს
სტამბოლში ოთხმხრივი
მოლაპარაკებები რუსეთს,
აშშ-ს, უკრაინასა და
თურქეთს შორის.როგორც
რუსულ მედიას
მოლაპარაკებების
მიმდინარეობის შესახებ
ინფორმირებულმა წყარომ
დაადასტურა, რუსეთის
დელეგაცია სტამბოლში
მოლაპარაკებებისთვის
უკრაინული მხარის ჩასვლას
ადგილობრივი დროით 10:00
საათიდან
დაელოდებოდა.ცნობისთვის, 15
მაისს სტამბოლში რუსეთსა
და უკრაინას შორის სამი
წლის განმავლობაში
პირველი პირდაპირი
მოლაპარაკებები უნდა
გამართულიყო.