
უკრაინის გავლით რუსული საწვავის ტრანზიტის შეწყვეტის ფონზე ევროკავშირში გაზის მარაგები მცირდება.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ამ პირობებში, ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც რუსულ ენერგორესურსებს ეყრდნობოდა, იძულებული გახდება, უფრო ძვირი გაზი სხვა ქვეყნიდან შეიძინოს.
ცნობისთვის, რუსეთის კომპანია „გაზპრომმა“ მოსკოვის დროით დილის 8 საათზე შეაჩერა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტი უკრაინის კომპანია „ნაფტოგაზთან“ ხუთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო.