გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენცია გამართა

News.ge 5 საათი წინ 3
გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორის თემატური კონფერენცია გამართა და სექტორის ახალი საინვესტიციო კვლევა წარადგინა. კვლევაში  გაანალიზებულია როგორც ტურიზმის მიმდინარე მდგომარეობა, ასევე სექტორის ზრდის პერსპექტივები და არსებული გამოწვევები.

კონფერენციაში სექტორის ძირითადი მოთამაშეები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გალტ & თაგარტის პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:

  • ტურისტული ნაკადების აღდგენის დინამიკას და სასტუმრო ინდუსტრიის მაჩვენებლებს;
  • საქართველოსა და შესადარ ქვეყნებში არსებული ტენდენციების ანალიზს;
  • ახალი მზარდი ბაზრების, განსაკუთრებით ჩინეთისა და ინდოეთის, ტურისტული ქცევის და პრეფერენციების შეფასებას;
  • სასტუმრო ოთახების დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით სექტორის საჭიროებებს.

როგორც კვლევა აჩვენებს, ქართულ ტურიზმის სექტორს ამ ეტაპზე აზიურ ახალ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს. არ არსებობს საკმარისი ცოდნა ამ ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების ინტერესების, ხარჯვის სტრუქტურისა და სერვისებზე მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, გალტ & თაგარტმა პირველად წარადგინა ამ ბაზრების ტურისტული პროფილები, ხარჯვითი ქცევის თავისებურებები და ბიზნესებისთვის შესაბამისი სტრატეგიული რეკომენდაციები.

ღონისძიების ბოლოს პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

სექტორების სიღრმისეული შესწავლა და ამის საფუძველზე ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მიღებაში მხარდაჭერა ჩვენი მთავარი ამოცანაატურიზმის კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურება – გვჯერარომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ანალიტიკურიისე პრაქტიკული მხარდაჭერის თვალსაზრისითგანსაკუთრებით გამოვყოფთ ახალი ბაზრების ქცევის ანალიზს და იმ შესაძლებლობებსრაც საქართველოში მათთან ადაპტირებულ ტურისტულ პროდუქტებს შეუძლია შექმნას”, – განაცხადა ს გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.

კვლევისა და გალტ & თაგარტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია