კიდევ ერთხელ დადასტურდა,
რომ რუმინეთი მზად არის
საქართველოს ევროპული
ინტეგრაციის გზაზე
გვერდში ამოუდგეს და ყველა
გამოცდილება გაუზიაროს,
მისცეს გარკვეული რჩევები,
რაც პოლიტიკურ პროცესს
ხელს შეუწყობს, - განაცხადა
საქართველოს ელჩმა
რუმინეთში თამარ
ბერუჩაშვილმა.„კიდევ
ერთხელ დადასტურდა, რომ
რუმინეთი მზად არის
საქართველოს ამ გზაზე
გვერდში ამოუდგეს და ყველა
გამოცდილება გაუზიაროს.
ასევე, მისცეს გარკვეული
რჩევები, რაც პოლიტიკურ
პროცესს ხელს შეუწყობს და
ასევე, აქტიურად ისაუბროს
ჩვენს პარტნიორებთან
საქართველოსთან ერთად,
რამეთუ ევროპული
ინტეგრაციის გზა - ეს არის
გზა, რომელიც ჩვენ ერთად
უნდა გავიაროთ. ეს მკაფიოდ
დაფიქსირდა“, - განაცხადა
ბერუჩაშვილმა.რუმინეთში
საპარლამენტო დელეგაციის
ვიზიტი გრძელდება. საგარეო
ურთიერთობათა და
ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტების
თავმჯდომარეებმა
პარლამენტში შეხვედრები
გამართეს.