„როცა პარტიაში თათა ხვედელიანი, თამარ კეკენაძე, ნათია მეზვრიშვილი და ანა ბუჩუკური გელოდება, არც მე ჩამოვიდოდი“ - კახა კალაძე გიორგი გახარიაზე

Primetime.ge 3 დღის წინ 3
„როცა პარტიაში თათა ხვედელიანი, თამარ კეკენაძე, ნათია მეზვრიშვილი და ანა ბუჩუკური გელოდება, არც მე ჩამოვიდოდი“ - კახა კალაძე გიორგი გახარიაზე
„არ ვიცი, გახარია რატომ არ ჩამოდის. როცა პარტიაში თათა ხვედელიანი, თამარ კეკენაძე, ნათია მეზვრიშვილი და ანა ბუჩუკური გელოდება, არც მე ჩამოვიდოდი“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას - თუ რატომ არ ჩამოდის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი გიორგი გახარია.ამასთან, კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება" არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია.„რაც შეეხება არჩევნებს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი გუნდი არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, მშვიდობას შემდეგ მოსდევს ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც აუცილებელია, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებსა და უბნებში", - აღნიშნა კახა კალაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია