მნიშვნელოვანია პროექტის
სოციალური განზომილება,
დღეს, „ჯორჯია მეტალის“
მეტალურგიულ ქარხანაში
400-ზე მეტი ადამიანია
დასაქმებული, საიდანაც 90
%-ზე მეტი ადგილობრივია,
ზესტაფონის მკვიდრი,
გაფართოების შემდეგ კი, ეს
რიცხვი 1000-მდე გაიზრდება, -
განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ზესტაფონში,
„ჯორჯია მეტალის“
მეტალურგიული ქარხნის
გახსნის ოფიციალურ
ღონისძიებაზე სიტყვით
გამოსვლისას.მთავრობის
მეთაურის თქმით, ახალი
სამუშაო ადგილების შექმნა,
ადამიანური კაპიტალის
გაძლიერება და
ინფრასტრუქტურული
განვითარება ახალ
შესაძლებლობებს და
მნიშვნელოვან სტიმულს
ქმნის რეგიონის სოციალური
და ეკონომიკური
გაძლიერებისთვის.„ასეთი
მასშტაბური პროექტების
უკან ყოველთვის დგას
კონკრეტული ადამიანების
ხედვა და პატრიოტიზმი.
მინდა, განსაკუთრებული
მადლობა გადავუხადო
კომპანიის დამფუძნებლებს,
ბატონებს - ავთანდილ
კოჩაძესა და ზურაბ
ღიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ
პროექტის
განხორციელებისთვის და
მადლობა მაღალი სოციალური
პასუხისმგებლობისთვის,
რომელიც მხოლოდ ამ
პროექტით არ გამოიხატება“,
- განაცხადა
პრემიერმა.ირაკლი
კობახიძის თქმით, ავთანდილ
კოჩაძისა და ზურაბ
ღიბრაძის მათ მიერ
დაფუძნებულმა მეორე
კომპანიამ, GTM Group-მა, ბოლო
წლების განმავლობაში
სახელმწიფო ბიუჯეტში
32-მილიონ ლარზე მეტი
შეიტანა. მთავრობის
მეთაურმა აღნიშნა, რომ მათი
საქმიანობა მაგალითია
იმისა, თუ როგორ შეუძლია
ქართულ ბიზნესს ეროვნული
მნიშვნელობის პროექტების
განხორციელება. ირაკლი
კობახიძემ ასევე მადლობა
გადაუხადა პროექტის
ფინანსურ პარტნიორს -
„საქართველოს ბანკს“ და
მის გენერალურ დირექტორს,
არჩილ გაჩეჩილაძეს.„ჩვენი
მთავრობის ეკონომიკური
პოლიტიკის ქვაკუთხედი
სწორედ ასეთი - ეროვნულ
კაპიტალზე დაფუძნებული,
თანამედროვე და ექსპორტზე
ორიენტირებული
წარმოებების განვითარების
ხელშეწყობაა. ასეთი
პროექტები მნიშვნელოვან
როლს ასრულებს ჩვენი
ეკონომიკის შემდგომ
განვითარებაში.
მოგეხსენებათ, მთელი ამ
წლების, განსაკუთრებით კი
ბოლო 4 წლის განმავლობაში,
ჩვენ გვაქვს მაღალი
ეკონომიკური ზრდა და ეს
ქმნის საუკეთესო
საფუძველს, რომ ხელი
შევუწყოთ ბიზნესის,
წარმოების და კონკრეტულად
ინდუსტრიული წარმოების
განვითარებას, რაც
განსაკუთრებულად
მნიშვნელოვანია ჩვენი
ქვეყნისთვის“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.