როცა თან ამბობ, რომ
ხელისუფლების ცვლილება
გინდა და თან ისიც არ გინდა,
რომ გაცხადებული მიზნის
მქონე საარჩევნო სუბიექტი
გერქვას, ეს არის ნონსენსი, -
განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ, მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ
პრესკონფერენციაზე.პრემიერის
თქმით, არიან ადამიანები და
არის ორგანიზაციები
რომლებსაც აქვთ პირდაპირ
გაცხადებული მიზანი, რომ არ
უნდა არსებული
ხელისუფლების დარჩენა
მმართველობის
სათავეში.„ხათუნა
ლაგაზიძეს პირდაპირ აქვს
გაცხადებული ყველას
თვალწინ საარჩევნო მიზანი.
ის აწარმოებს საარჩევნო
აგიტაციას. ცალკე საკითხია,
რამდენად ეფექტური
შეიძლება იყოს მისი
საარჩევნო აგიტაცია. თქვენ
გახსოვთ, რომ ის
აორგანიზებდა კოლექტიური
„ნაცმოძრაობისთვის“
კონცერტს ბათუმში და 150
კაცზე მეტი ვერ მიიყვანა.
მაგრამ ამას ნაკლები
მნიშვნელობა აქვს.
პრაქტიკული თვალსაზრისით
რა ეფექტი აქვს ხათუნა
ლაგაზიძის და მისი
ორგანიზაციის
აგიტაცია-პროპაგანდას,
ამას ნაკლები მნიშვნელობა
აქვს, მთავარია
სამართლებრივი მხარე.
მთავარი არის ის, რომ
ორგანიზაციას აქვს
განცხადებულის საარჩევნო
მიზანი, ადამიანს აქვს
გაცხადებული საარჩევნო
მიზანი და ახლა ამბობს, რომ
არ უნდა ამის
სამართლებრივად აღიარება.
ეს არის აბსურდი.თუმცა,
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ
ანტიკორუფციულ ბიუროს, ამ
შემთხვევაში, სხვა
შემთხვევებშიც,
გამომდინარე იქიდან, რომ
ვერც ლაგაზიძეს, ვერც
„საერთაშორისო
გამჭვირვალობას“, ვერც
რომელიმე სხვა
ორგანიზაციას,
გაცხადებული საარჩევნო
მიზნის მიუხედავად ვერ
ექნება ვერავითარი ეფექტი
არჩევნების შედეგებზე,
რეპუტაციული ზიანიდან
გამომდინარე, აჯობებს, რომ
მიშვებული იყოს ეს პროცესი.
ანუ გავყვეთ არა წმინდად
სამართლებრივ გზას, არამედ,
გავითვალისწინოთ
მიზანშეწონილობის
კომპონენტი. რაც შეეხება ამ
ფაქტს, არის ადამიანი, არის
ორგანიზაცია, რომელსაც
აქვს პირდაპირ
გაცხადებული მიზანი, რომ არ
უნდა არსებული
ხელისუფლების დარჩენა
მმართველობის სათავეში.
ასეთ დროს, როდესაც რაღაცას
აპროტესტებ, გაუგებარია, არ
შეიძლება ასეთი მიდგომა
შეინარჩუნო. ან უნდა თქვა,
რომ გინდა ხელისუფლების
ცვლილება, ან უნდა თქვა, რომ
არ ერევი ამ საკითხში. როცა
თან ამბობ, რომ
ხელისუფლების ცვლილება
გინდა და თან ისიც არ გინდა,
რომ გაცხადებული მიზნის
მქონე საარჩევნო სუბიექტი
გერქვას, ეს არის
ნონსენსი“, - განაცხადა
პრემიერმა.