„ძალიან სამწუხაროა ის
ფაქტი, რაც მოხდა,
რამდენიმე ჟურნალისტი
არის დაშავებული, თუმცა
პოლიციელებიც არიან
დაშავებულები და აქციის
მონაწილეებიც. ამიტომ
ძალადობრივი ხასიათის
აქცია არის ძალიან მაღალი
საფრთხის შემცველი, ამიტომ
მოვუწოდებ ყველა
მონაწილეს, არ გაცდნენ
მშვიდობიანი შეკრების
ფარგლებს“, - ამის შესახებ
შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე დარახველიძემ
ბრიფინგზე განაცხადა.შს
მინისტრის მოადგილემ
ჟურნალისტებისთვის
აქციაზე საჭირო
რეკომენდაციებზე
ისაუბრა.„ჩვენ, რა თქმა
უნდა, ყველაფერს ვაკეთებთ
იმისთვის, რომ, როგორც
აქციის თითოეული
მონაწილის, ასევე, ადგილზე
გაშუქების მიზნით მყოფი
ჟურნალისტების
უსაფრთხოება იყოს დაცული,
თუმცა, როცა აქცია იღებს
ძალადობრივ ხასიათს და
ხდება თავდასხმები,
ძალადობრივი მოქმედებები,
რა თქმა უნდა, ამ
შემთხვევაში, იზრდება
რისკები სხვადასხვა პირის
დაშავების, მათ შორის,
ჟურნალისტების. ძალიან
სამწუხაროა ის ფაქტი, რაც
მოხდა, რამდენიმე
ჟურნალისტი არის
დაშავებული, თუმცა
პოლიციელებიც არიან
დაშავებულები და აქციის
მონაწილეებიც. ამიტომ
ძალადობრივი ხასიათის
აქცია არის ძალიან მაღალი
საფრთხის შემცველი, ამიტომ
მოვუწოდებ ყველა
მონაწილეს, არ გაცდნენ
მშვიდობიანი შეკრების
ფარგლებს.რაც შეეხება
ზოგადად რეკომენდაციას,
ასეთ დროს საერთაშორისო
სტანდარტი არის რომ
მაქსიმალურად დაცული იყოს
გაშუქების მიზნით მყოფი
მასმედიის წარმომადგენლის
უსაფრთხოება, მათ ჰქონდეთ
შესაბამისი ამოსაცნობი
ნიშნები იმისთვის, რომ
დროულად მოხდეს რეაგირება
ნებისმიერ თავდასხმაზე,
რომელიც შეიძლება
მომდინარეობდეს მათ შორის,
აქციის მონაწილეების
მხრიდანაც. ასე რომ, ამ
კუთხით, ვფიქრობ, რომ
მუშაობა
გასაგრძელებელია“,-
განაცხადა ალექსანდრე
დარახველიძემ.