ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე
ანტიკორუფციული ბიუროს
ხელმძღვანელის რაჟდენ
კუპრაშვილის ბრიფინგს
გამოეხმაურა, რომლითაც
ცნობილი გახდა, რომ
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა
საქართველო“, მისი
აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური, ორგანიზაცია
„აირჩიე ევროპა“, მისი
დირექტორი ხათუნა
ლაგაზიძე და
თანადამფუძნებლები ცნობილ
იქნენ გაცხადებული
საარჩევნო მიზნის მქონე
სუბიექტებად“.როგორც
ანალიტიკოსი აღნიშნავს,
როდესაც პლატფორმა "აირჩიე
ევროპა" დაფუძნდა, მან
საჯაროდ დასვა კითხვა მათი
დაფინანსების
წარმომავლობაზე, რადგან
საქართველოს 200 ქალაქის და
სოფლის მოვლა და იქ
აგიტაცია-პროპაგანდა,
საკმაოდ დიდ ხარჯებთან
იქნებოდა
დაკავშირებული.„როდესაც
პლატფორმა "აირჩიე ევროპა"
დაფუძნდა, და მათ
პრეზენტაციაზე დამსწრეთა
შემადგენლობიდან
გამომდინარე, ყველას
შეეძლო ენახა, რომ ეს იყო
სამოქალაქო ორგანიზაციის
საფარველით შენიღბული
პოლიტიკური სტრუქტურა,
საჯაროდ დავსვი კითხვა
მათი დაფინანსების
წარმომავლობაზე.
რატომ?იმიტომ, რომ მათი ე.წ.
"ევრომობილით" საქართველოს
200 ქალაქის და სოფლის მოვლა
და იქ აგიტაცია-პროპაგანდა,
საკმაოდ დიდ ხარჯებთან
იქნებოდა დაკავშირებული.
სწორედ ამ ხარჯების
გამჭვირვალობაზეა
საუბარი“, - წერს ზაალ
ანჯაფარიძე Facebook-ზე.