2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
განიხილება 2004-2008 წლებში
საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე შექმნილი
ვითარება და 2008 წლის
აგვისტოს ომის შედეგად,
დამატებით ტერიტორიებისა
და ასეულობით სოფლის
ოკუპაციის ფაქტი, 2008 წლის
აგვისტოს ომის დევნილმა,
ნონა ყაულაშვილმა
ისაუბრა.ნონა ყაულაშვილის
განცხადებით, მოსახლეობამ
იცოდა, რომ მათ უშიშროება
უთვალთვალებდა, თუ სადმე
აქცია იყო ვინმე არ
გასულიყო, თავისი პოზიცია
არ დაეფიქსირებინა, ასევე
ტელევიზიებს საცხოვრებელ
შენობებში შესვლის უფლება
არ ჰქონდათ, რათა
პრობლემებზე არ ესაუბრა
მოსახლეობას.„მოსახლეობა
როდესაც გამოვიდა, თავი
დააღწია დაბომბვას და
თბილისამდე ჩააღწია
თვითდინებით დაიწყეს
თავშესაფრების ძებნა, ეს
იყო სკოლები, ბაღები.
მიტოვებული შენობები.
ვიცოდით ის, რომ ნამდვილად
გვითვალთვალებდნენ, თუ
სადმე აქცია იყო ვინმე არ
გასულიყო თავისი პოზიცია
არ დაეფიქსირებინა,
ტელევიზიებს შიგნით
შემოსვლის უფლება არ
ჰქონდათ, რათა პრობლემებზე
არ ესაუბრა მოსახლეობას.
იბლოკებოდა ყველა ის
შენობა, სადაც დევნილები
იყვნენ განთავსებულნი. ეს
მოხდა უკვე, როდესაც
დევნილები განათავსეს
კოტეჯებში, „კომპაქტურ
ჩასახლებებში“. შეიქმნა ე.წ
მამასახლისების
ინსტიტუტები, დავლებული
ჰქონდათ მათ უნდა
ეკონტროლებინათ თითოეულ
ოჯახი ვინ შედიოდა, ვინ
გადიოდა, დასახლებაში ვინ
ამოდიოდა და საერთოდ ვინ
სად, როგორ
გადაადგილდებოდა. სტუმარი
ვერ შემოსულიყო ოჯახში
მათი ნებართვის გარეშე. ამ
წნეხისა და ზეწოლის ქვეშ
იმყოფებოდა 8 აგვისტოდან
მოყოლებული მოსახლეობა“, -
განაცხადა ნონა
ყაულაშვილმა.ყაულაშვილის
განცხადებით,
ხელისუფლებას
აინტერესებდა თუ ვისგან
იყო გაფრთხილებული
მოსახლეობა, როდესაც მათ
თვითდინებით დაიწყეს
გამოსვლა სამშვიდობო
ტერიტორიაზე.„არ
გვაძლევდნენ იმის უფლებას,
რომ ვინმეს შევხვედროდით
და ჩვენს პრობლემებზე
გვესაუბრა. ვიღაც
დაინტერესებული რომ
ყოფილიყო, ამის უფლებას არ
გვაძლევდნენ. სწორედაც რომ
აინტერესებდათ ჩვენ
ვისგან ვიყავით
გაფრთხილებულები.
არავისგან არ ვყოფილვართ
გაფრთხილებულები,
ქალბატონო თეა,
თვითგადარჩენის
ინსტინქტით, რომ იმ
დაბომბვების და სროლების
მერე მოსახლეობა მიხვდა,
რომ უკვე მიტოვებული იყო
უყურადღებოდ თვითდინებით
რომ გამოედინებოდა და
გადავრჩით ამით“, -
განაცხადა ნონა
ყაულაშვილმა.