ბოლო არჩევნები
მოქალაქეთა
ინფორმირებულობის
თვალსაზრისით ერთ-ერთი
საუკეთესო იყო, რაც კი
ოდესმე გვქონია, -
განაცხადა საქართველოს
პრეზიდენტმა, მიხეილ
ყაველაშვილმა ესპანურ
გამოცემა El Mundo-სთან
ინტერვიუში.პრეზიდენტის
თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე
ქაოსი სუფევდა.„ისინი
კითხვის ნიშნის ქვეშ
აყენებდნენ, მიიღებდნენ თუ
არა მონაწილეობას
არჩევნებში ერთად. მათ
ამომრჩევლებისგან იმაზე
მეტი მხარდაჭერა მიიღეს,
ვიდრე მოსალოდნელი იყო:
არჩევნებში მონაწილეობა
მიიღო 2,2 მილიონმა
ადამიანმა, საიდანაც 1,2
მილიონმა ხმა მისცა
„ქართულ ოცნებას“, ხოლო 800
000-მა ხმა მისცა ოპოზიციურ
პარტიებს, რომლებიც
გაერთიანდნენ. როგორც კი
არჩევნები დასრულდა,
პირველი, ვინც განცხადება
გააკეთა, ჩემი წინამორბედი
[სალომე ზურაბიშვილი] იყო.
ცენტრალურ საარჩევნო
კომისიას ჯერ კიდევ არ
ჰქონდა საბოლოო შედეგები
გამოცხადებული და ის უკვე
საუბრობდა! შემდეგ, ეს
დეზინფორმაციული
კამპანია, რომელიც რუსული
ეფესბე-ს ოპერაციაზე
საუბრობს. მან წარმოადგინა
აბსოლუტურად დამაბნეველი
მტკიცებულებები იმის
შესახებ, რომ ერთმა პირმა 17
სხვადასხვა საარჩევნო
ოლქში მისცა ხმა. ეს
გარდაუვალი მარცხი იყო
მათთვის, რადგან
არჩევნებამდე არსებობდა
საზოგადოებრივი აზრის
გამოკითხვები, რომლებიც
[ოპოზიციის] მარცხს
პროგნოზირებდნენ“, -
აღნიშნა მიხეილ
ყაველაშვილმა.