როდემდე ითოვებს? - ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი

Primetime.ge 7 საათი წინ 20
როდემდე ითოვებს? - ნახეთ, უახლოესი დღეების პროგნოზი
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების პროგნოზს აქვეყნებს.„უახლოესი დღეების პროგნოზი სანაპიროზე - ისევ თოვა!ამ საოცარ ფოტოზე ნაჩვენებია ბათუმი მემედ აბაშიძის გამზირი, სიცივემ და თოვლმა ის ჯადოსნურ თოვლიან სანახაობად აქცია! ამჟამად თოვლის საფარი 25 სანტიმეტრია.რა მშვენიერი მართლაც ბათუმი და რამდენ ხანს შენარჩუნდება თოვა ეს არის მთავარი კითხვა.დღეს შენარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში ძლიერი თოვლი, ხვალ და ზეგ 22 და 23 თებერვალს დღისით შედარებით შესუსტდება ნალექი და ხანმოკლედ გამოიდარებს, მაგრამ 23 ში საღამოს საათებში მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი და თოვის განახლება, ითოვებს 24 და 25 თებერვალსაც.საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე , მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი 26 თებერვლამდე, ინტენსიურად ითოვებს მხოლოდ სანაპიროზე.ღამით ყველგან იქნება ყინვა.“ - წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.
სრულად წაიკითხეთ სტატია