„როგორც ჩანს, ახლა მეორე ბანკს მოსთხოვეს ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა, მეორეს მხრივ ბაჩიაშვილის დაცვა სამართალდამცველი ორგანოებისგან“ - ვლადიმერ ბოჟაძე

Primetime.ge 3 თვის წინ 14
„როგორც ჩანს, ახლა მეორე ბანკს მოსთხოვეს ერთის მხრივ ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა, მეორეს მხრივ ბაჩიაშვილის დაცვა სამართალდამცველი ორგანოებისგან“ - ვლადიმერ ბოჟაძე
ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველების მიერ გამოქვეყნებულ მეორე წერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მედიაკონსულტანტს საერთაშორისო მედიაში ბიძინა ივანიშვილისა და Julius Baer-ის ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაში პრობლემები შეექმნა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე გამოეხმაურა.ბოჟაძე ვარაუდობს, რომ Credit Suisse-ის მსგავსად, Julius Baer-ს ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა დაევალა, მათ კი, თავის მხრივ, მიიღეს გარანტია, რომ მათი ბანკის რეპუტაცია შეულახავი დარჩებოდა."ეს არის უკვე მეორე შვეიცარიული ბანკი. სცენარი ზუსტად ისე ვითარდება, როგორც ეს იყო Credit Suisse-თან მიმართებაში. გახსოვთ თქვენ, მაშინაც საერთაშორისო მედიები ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ ამ ფაქტს თუმცა, საბოლოო ჯამში, რა ბედი ეწია Credit Suisse-ს, იცის კარგად საზოგადოებამ.როგორც ჩანს, ახლა მეორე ბანკს მოსთხოვეს, ერთის მხრივ, ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემების შექმნა, მეორეს მხრივ, ბაჩიაშვილის დაცვა სამართალდამცველი ორგანოებისგან. ასევე, როგორც ჩანს, მისცეს გარანტიები, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ საერთაშორისო მედიებში არ ყოფილიყო ეს პირველი ნომერი სიახლე იმ თვალსაზრისით, რომ როგორმე დაეცვათ ამ ბანკის რეპუტაცია," - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით."
სრულად წაიკითხეთ სტატია