დავით სონღულაშვილი: სახელმწიფოსგან მეწარმეები მხარდაჭერას საქმიანობის ყველა ეტაპზე იღებენ

Primetime.ge 2 საათი წინ 3
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფოსგან მეწარმეები მხარდაჭერას საქმიანობის ყველა ეტაპზე იღებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში კომპანიის „გეო ფლაუერი“ ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.„სახელმწიფოსგან მეწარმეები მხარდაჭერას საქმიანობის ყველა ეტაპზე იღებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, სწრაფად განავითარონ ბიზნესი და შექმნან კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც მოთხოვნადია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება ყველა იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც ფერმერებს და მეწარმეებს აქვთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.შპს „გეო ფლაუერი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანია სარგებლობს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტით, გასულ წელს ჩართული იყო არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში.ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მოქმედ საწარმოს დღიურად 2 ტონა სამკურნალო ბალახისა და 5 ტონა ხილის ჩაის გაშრობა-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემა ISO 22000. საწარმო, სადაც სეზონურად 200, ხოლო მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული, წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთსა და თურქეთში ახორციელებს. წარმოებული პროდუქცია იყიდება ბრენდით „მონთი“.აღსანიშნავია, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, საწარმოში მზის მცირე ელექტროსადგურია მოწყობილი, სადაც გამომუშავებული ენერგია, გამოიყენება საწარმოში.კომპანია „გეო ფლაუერი“ საწარმოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტშიც ფლობს.დავით სონღულაშვილთან ერთად, ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერეს მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზაალ გელაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ავალიანმა.აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 1,3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 3,630 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 326,6 მილიონს აღემატება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 29,3 მლნ ლარის ღირებულების 229 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 7,8 მლნ ლარს აღემატება.
სრულად წაიკითხეთ სტატია